მთავარისიახლეებისაზოგადოებაქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა" კაბადოკიაში გამართული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” კაბადოკიაში გამართული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული გახდა

Published on

საზღვრისპირა სოფელ შამგონის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” კაბადოკიაში გამართული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის გამარჯვებული გახდა. პრიზი ანსამბლს კაბადოკიის მერმა გადასცა.

საერთაშორისო კონკურსში რუსეთი, ბულგარეთი, ბელორუსია, თურქეთი და კიდევ ევროპის რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობდა.

,,როცა გავიგე, რომ კონკურსზე რუსეთი ღებულობდა მონაწილეობას რაღაცნაირად გამკრა აზრმა, აი იქ უკვე ვიცოდი, რომ წაგების უფლება არ გვქონდა და ოკუპანტი ქვეყანა უნდა დაგვემარცხებინა.

ბავშვები სცენაზე გასვლის წინ ფსიქოლოგიურად განვაწყვეთ,ისინი ყველაზე ახლოს არინ მდინარე ენგურის საოკუპაციო ხაზთან და ისინი სერიოზულად მოეკიდნენ საქმე.

სცენზე შესაძლებლობების მაქსიმუმი დადეს და შედეგიც სახეზეა, კონკურსის ერთადერთი პრიზი გრან-პრი საქართველოში მოგვაქვს”,-გვითხრა ანსამბლის ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა ბექა ლაგვილავამ.

ანსამბლი “როკვა” 30-მდე წევრს აერთიანებს და ისინი პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით მთელი წლის განმავლობაში მეცადინეობდნენ.

ამ პერიოდში მოსწავლეები უფასოდ ეუფლებოდნენ ცეკვებს.

ანსამბლი საზღვრისპირა სოფელში 4 წელია ფუნქციონირებს.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...