მთავარისიახლეებისაზოგადოებარა რაოდენობის თანხას მოიგებენ ვაქცინირებულები - ყველაფერი წამახალისებელ ლატარიაზე

რა რაოდენობის თანხას მოიგებენ ვაქცინირებულები – ყველაფერი წამახალისებელ ლატარიაზე

Published on

დღეიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვაქცინაციის წასახალისებლად აცრილი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური ლატარია იწყება. მისი ჯამური საპრიზო ფონდი 2 მილიონ 800 ათასი ლარი იქნება.

“საქართველოს ეროვნული ლატარიის” განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან მომავალში აიცრება, ფულადი პრიზის მოგების შესაძლებლობას მიიღებს.

კომპანიის განმარტებით, ყოველდღე 100 და 500 ლარი მოგება გათამაშდება, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, 31 დეკემბრის შემაჯამებელ გათამაშებაში კი 100 000 ლარი გათამაშდება.

ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე stopcov.lotto.ge -ზე ყოველდღე 12 საათზე გაიმართება, ხოლო ყოველკვირეული გათამაშება – ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის “აიცერი და მოიგეს” გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.
კომპანიის ინფორმაციით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

“პირველი აცრის გაკეთებისთანავე ბენეფიციარი მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მიიღებს გათამაშების ბილეთს, აცრიდან მეორე დღესვე მიღებული ბილეთი ერთვება “აიცერი და მოიგეს” ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებაში. მომხმარებელი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია წამახალისებელი ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს “აიცერი და მოიგეს” ყველა გათამაშებაში. StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება”, – წერია კომპანიის განცხადებაში.

ლატარიის კომპანია განმარტავს, რომ თუ მოქალაქის ბილეთმა ყოველდღიურ გათამაშებაში ერთხელ გაიმარჯვა, ის ბილეთი მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში აღარ მონაწილეობს, მაგრამ ყოველკვირეულ და შემეჯამებელ გათამაშებებში მონაწილეობას მაინც აგრძელებს.

შესაბამისად, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...