მთავარისიახლეებიპოლიტიკაპატრიარქის წერილი პუტინის მეგობრის სეჩინისა და მისი ქალიშვილისა და სიძის...

პატრიარქის წერილი პუტინის მეგობრის სეჩინისა და მისი ქალიშვილისა და სიძის მიმართ

Published on

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებულ ფაილებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის შედგენილია, ირკვევა, რომ 2018 წელს ილია მეორემ თავისი სტუმრებისთვის რუსეთიდან, ტიმბერბულაკ კარიმოვისა და ინგა კარიმოვასთვის ​შეადგინა 6 მოთხოვნისგან შემდგარი წერილი.

წერილი მათთვის საქველმოქმედო ფონის თავმჯდომარეს, ლაშა ჟვანიას უნდა გადაეცა.

ტიმბერბულატ კარიმოვი რუსეთის ფედერაციის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური მრჩეველი იყო, მისი ცოლი ინგა კი იგორ სეჩინის შვილია.

იგორ სეჩინი ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარია, მასთან დაახლოებული პირია და პირადად მისი დამსახურებაა, რომ ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

გავრცელებულ საიდუმლო ფაილში წერია, რომ მოგვიანებით ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელმაც განუცხადა, რომ წერილში შესატანია შესწორებები. ფაილის ავტორი აღნიშნავს, რომ თეთრუაშვილს არ დაუკონკრეტებია შესწორებების შინაარსი.

ფაილის მიხედვით, შორენა თეთრუაშვილის თქმით: “უწმინდესი მოტივირებულია და ისეთ განწყობაზეა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების გზა უკვე გაიხსნა”.

“აღნიშნული გაიზიარა ლ. ჟვანიამ და განუცხადა, რომ ხსენებული სტუმრები, სხვა პირებისგან იმით განსხვავდებიან, რომ გააჩნიათ ძალიან დიდი გავლენები და შესაძლებლობები (სავარაუდოდ გულისხმობენ ინგას მამის იგორ სეჩინის ახლო კავშირს ვლადიმერ პუტინთან), სურთ პატრიარქ ილია II-ის სურვილის ასრულება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონფლიქტური ვითარების მაქსიმალურად დარეგულირება.
ლ. ჟვანიას თქმით, მოცემულ მომენტში სტუმრები იმყოფებიან გურიის სოფელ ბახვში, სადაც გადაწყვიტეს სახლის შეძენა.

საუბრის დასასრულს ლ. ჟვანიამ შ. თეთრუაშვილს განუცხადა, რომ ვ. პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ მოიქცევიან სტუმრები და გაითვალისწინებენ თუ არა ისინი წერილში ჩამოყალიბებულ პუნქტებს”. – წერია ფაილში.

სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილები ინტერნეტსივრცეში დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა.

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში აყურდებდნენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...