მეუფე პეტრე ცაავას მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ოპერატიული კონტროლი – სუს-ის გეგმა ფაილების მიხედვით

0
286

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის შექმნილი და ასახავს სასულიერო პირების, მათთან დაკავშირებული ადამიანების პირად ცხოვრებასა და კავშირებს. – ნათქვმია ფორმულა გე-ს ინფორმაციაში

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.

საიდუმლო მასალებში გვხვდება ფაილი სახელწოდებით “გეგმა 2019” შემდეგი სათაურით: “საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის შეჩერებისა და საპატრიარქოში უკანასკნელ პერიოდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის გეგმა”.

ამ ფაილში ჩანს, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა უსაფრთხოების სამსახურის სრული კონტროლის ქვეშ იყო. ფაილებში განხილულია მისი პიროვნების მადისკრედიტირებელი ინფორმაციების “მიზანმიმართულად ტირაჟირების”გეგმა, ასევე მის საცხოვრებელ ბინაში მიყურადების შესაძლებლობა.

ფაილი აღწერს 2019 წლის სექტემბრის ბოლოს გამართულ სინოდის სხდომასა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. მაშინ მეუფე პეტრე ცაავამ პატრიარქზე განაცხადა, რომ “პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილია”.

მასალაში ვკითხულობთ, რომ “უპირველეს საფრთხეს წარმოადგენს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ბოლოდროინდელი აქტივობები, რომელიც მიმართულია ეკლესიის უმაღლეს იერარქ ილია მეორეს წინააღმდეგ”.

ფაილში ხსენებული “ოპერატიული დანაყოფი” პეტრე ცაავას მიმართ მოქმედების ორ გეგმას განიხილავენ.

ერთის თანახმად, პეტრე ცაავას განემარტებოდა, რომ პატრიარქის წინააღმდეგ მის მიერ წამოწყებული კამპანიის გაგრძელება გამოიწვევს არა ეკლესიის გაჯანსაღებას, არამედ, ეკლესიის, როგორც ავტორიტეტული ინსტიტუტის დისკრედიტაციას.

სინოდის წევრებს ცაავასთვის, ასევე უნდა განემარტათ, რომ მღვდელმთავრების მიერ რჯულის კანონის მიხედვით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი წინადადებები და წარიმართება მუშაობა ეკლესიაში “უღირსი სასულიერო პირების” დასჯის და შესაბამის შემთხვევებში განკვეთის თაობაზე.

ასევე, გეგმის პირველი ვერსიით, თუკი პეტრე ცაავა შეთანხმებაზე უარს იტყოდა და არ დაემორჩილებოდა სინოდის გადაწყვეტილებას, ეკლესიიდან განიკვეთებოდა.

ცაავას მხრიდან შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში, “ოპერატიულ დანაყოფს” ჰქონდა მეორე გეგმა, კერძოდ:

“ოპერატიულ კონტროლზე აეყვანათ პეტრე ცაავას ყველა კავშირი, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს შეხება საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების მიმართ მაკომპრომეტირებელი მასალების ფლობასთან ან მოპოვებასთან;
მიზანმიმართულად მოხდეს ცაავას პიროვნების მადისკრედიტერებელი ინფორმაციების ტირაჟირება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

წარიმართოს ანალოგიური სახის მუშაობა, ასევე ცაავას მხარდამჭერ თეოლოგებსა და სასულიერო პირებთან მიმართებით;
დადგენილ იქნას ცაავას ახლადშეძენილი ბინის ზუსტი მისამართი შემოწმებულ და შესწავლილ იქნას სამეზობლო, დაიგეგმოს ბინაში შესაძლო ოპერატიულ-ტექნიკური შეღწევის ღონისძიება;

განხორციელდეს მიტროპოლიტის გარემოცვის წევრების სრულყოფილი შემოწმება-შესწავლა, მათ შორის მოწყვლადი პირების გამოვლენის, შემდგომში გადმობირების და ჩვენს ინტერესებში გამოყენების მიზნით;
გამოიკვეთოს პ. ცაავას იდეოლოგიისა და შეხედულებების შესაძლო გამზიარებელი მაღალი იერარქები. მათი საქმიანობა აყვანილ იქნას განსაკუთრებულ კონტროლზე”.

წინა სტატიაიმდენად ცუდ დღეში არიან, რომ სჭირდებათ ყელში წაუჭირონ საპატრიარქოს-ხათუნა გოგორიშვილი
შემდეგი სტატიაპატრიარქის წერილი პუტინის მეგობრის სეჩინისა და მისი ქალიშვილისა და სიძის მიმართ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური