მთავარისიახლეებიპოლიტიკაიმდენად ცუდ დღეში არიან, რომ სჭირდებათ ყელში წაუჭირონ საპატრიარქოს-ხათუნა გოგორიშვილი

იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ სჭირდებათ ყელში წაუჭირონ საპატრიარქოს-ხათუნა გოგორიშვილი

Published on

ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ფაილებში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა, წერია, რომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა.

მედიის ინფორმაციით, ფაილები, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. შესაძლოა, ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტები იყოს.

ერთერთ ასეთ ფაილში ნათქვამია, რომ კუმურდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ აწვდიდა ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიაზე . მათ შორის, პოლიტიკოს ხათუნა გოგორიშვილისგან მიღებულ ინფორმაციას.

ხათუნა გოგორიშვილი მედიის საშუალებით გავრცელებულ ფაილებს ეხმაურება, მისი თქმით, მეუფე ნიკოლოზი მისი მოძღვარია და მასთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ყოველდღიურად ჰქობდა.

“ბევრი წლის განმავლობაში ყოველდღიური ურთერთობა მქონდა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილთან, ის იყო ჩემი მოძღვარი და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ ყოველდღე ველაპარაკებოდი, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც. რაც შეეხება იმას, რომ ეს მასალა ახლა გამოაქვეყნა ქართულმა ოცნებამ, ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, იმდენად გაუჭირდათ და იმდენად ცუდ დღეში არიან, რომ მათ სჭირდებათ რაღაც ახალი ყელში მოჭერა საპატრიარქოსთვის, რომ თუ ჭკვიანად არ იქნებით, თუ ღიად, საჯაროდ ყველგან მხარს არ დაგვიჭერთ ამ არჩევნებზე და სრულიად საპატრიარქო მთელი თავისი განშტოებებით არ იქნება ქართული ოცნების სამსახურში, აი, ასეთ ამბავს გიზამთ”. – თქვა გოგორიშვლმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...