მთავარისიახლეებიპოლიტიკაგვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაციას მიმზადებენ, ამიტომ ევროპაში,...

გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაციას მიმზადებენ, ამიტომ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩავიტარებთ თმის ანალიზს

Published on

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს, რადგან მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა.

“ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია პირდაპირ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან, რომელიც მზადდებოდა ოცნების ბოსების მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით და უნდა გამეკეთებინა მე. იმისთვის რომ არ მივცეთ ასეთი სპეკულაციების გაგრძელების შესაძლებლობა მე არ გავიკეთებ ამ ტესტს კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ გადავდგამთ იმ ნაბიჯს ჩვენს გუნდთან ერთად თათბირის შემდეგ, დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საარჩევნო დღეს, გავფრინდებით ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში სადაც ჩავიტარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი. ანალიზის პასუხი იქნება ორ კვირაში და რა თქმა უნდა იქნება საჯარო”.- ამბობს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სამხარეულოს ეროვნულ ბიუროში ტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა და სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...