რა წამოცდა საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს – ხატია დეკანოიძე ქუთაისში დარღვევებზე საუბრობს

0
209

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისში ერთ-ერთი საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთზე ქართული ოცნების კოორდინატორია მიმაგრებული. ამის შესახებ მან ქუთაისში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.

“ქუთაისში საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს 43-ე უბანში ჩვენს წარმომადგენელთან წამოსცდა, ჩვენ ამის მასალა გვაქვს და მოგაწოდებთ აუცილებლად, რომ გადასატან ყუთზე 43-ე უბანზე მიმაგრებულია ქართული ოცნების ადგილობრივი პარტიის კოორდინატორი ვინმე ქალბატონი ციცო, წამოსცდა”, — ამბობს დეკანოიძე.

დეკნოიძემ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუთაისში რამდენიმე უბანი დაკეტილა და საუბნო საარჩევნო კომისიები არ მუშაობს. მისივე თქმით, გაკრულია სიები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ, საკუთარი სახელი და გვარი ან მისამართი ამოიცნონ.

“სიები, განსაკუთრებით, იმ რაიონებში, რომლებიც წინა არჩევნებზე დიდი უპირატესობით იყო მოგებული ოპოზიციის მიერ, გამოკრულია საარჩევნო კომისიებიდან რამდენიმე კილომეტრის იქეთ, ესეთი არის რამდენიმე უბანი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაგალითად 70-ე უბანზე, რომელიც ქუთაისში კილომეტრ-ნახევარშია, სია გამოკრულია იმისთვის, რომ ადამიანები დაიბნენ და ვერ აღმოაჩინონ საკუთარი თავი, ვერ იპოვონ და ვერ მივიდნენ საარჩევნო უბნამდე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა”, — განაცხადა დეკანოიძემ.

წინა სტატიააშშ-ის გამოძიების ფბ-მ განასაიდუმლოვა11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების შედეგები
შემდეგი სტატია„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური