,,ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ” – ამირან გამყრელიძე

0
219

ხვალიდან, 13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ტრანსპორტში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მგზავრებს ტრანსპორტში დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს მომავალი კვირების განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

“ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, ახლა თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ იქნა და ამიტომ, განსაკუთრებით, ხვალიდან უკვე ძალიან უნდა ვიყოთ ფრთხილად, როცა ტრანსპორტი ამუშავდება. ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ ტრანსპორტში გადაადგილების უნდა დაიცვას […] ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი ანუ დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების”, — განაცხადა მან.

შეგახსებებთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 აგვისტოს შეიზღუდა. თავდაპირველად მას 4 ოქტომბრამდე უნდა ემოქმედა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ რეგულაცია 13 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

წინა სტატიაუჯარმაში სასულიერო პირმა სიწმინდეები გაანადგურა
შემდეგი სტატიააშშ-ის გამოძიების ფბ-მ განასაიდუმლოვა11 სექტემბრის ტერაქტების გამოძიების შედეგები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური