ზურაბ ჯაფარიძე: ლარს დედა არა ყავს, ფასები გაქცეულია, უმუშევრობა არის კატასტროფული

0
348

 

,,რა პრობლემებიც იყო, ყველა ეს პრობლემა არის გაღრმავებული და გაუარესებული. რა უნდა თქვან, დადიან და ყველა რეგიონს პირდებიან, რომ ტურისტებს ჩამოგიყვან, ტურისტებს ჩამოგიყვან, ტურისტულ ცენტრად გადაგაქცევთო, ბოდვა ჩვეულებრივი.” – ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

,,9 წელია ხელისუფლებაში არიან და სათქმელი არ აქვთ არაფერი რომ რამე გააკეთეს. ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა, როცა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაშინაც იყო უმუშევრობა და ეკონომიკური პრობლემები და დღესაც იგივე არის – ლარს დედა არა ყავს, ფასები გაქცეულია ისე, რომ მაგ ნიშნულზე ინფლაცია შეიძლება 90-იანებში იყო, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. კატასტროფულად არის გაზრდილი, მათივე რიცხვებით სადღაც 13%-მდე არის ასული. უმუშევრობა არის კატასტროფული, არავის აღარ აინტერესებს ამ ქვეყანაში ფულის ჩადება, შესაბამისად, უმუშევრობაც იზრდება.”

 

.

წინა სტატიააშშ-ის საელჩო 11 სექტემბრის ტერაქტზე: იმ თავდასხმის 20 წლისთავია, რომელმაც ამერიკა სამუდამოდ შეცვალა
შემდეგი სტატიატორნადო, როგორც აპოკალიფსი -სტიქია იტალიაში, კუნძულ პანტელერიაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური