მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში "ზუმერის" მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში “ზუმერის” მაღაზია გაქურდეს

Published on

ზუგდიდში “ზუმერის” მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ხმის გამაძლიერებლები.

ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს.

როგორც კონსულტანტები ჰყვებიან, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ახალგაზრდა ბიჭი მაღაზიაში შევიდა, დახლიდან დინამიკი აიღო და ქურთუკში დამალა, რის შემდეგაც მაღაზიიდან გარეთ გავიდა.

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. პირი, რომელმაც მაღაზიიდან ნივთი მოიპარა, დადგენილია და სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...