ტესტი გაარკვევს, ვინ იმაიმუნა, არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი – ამბობს ალეკო ელისაშვილი

0
269

,,გახარია იქნება, თუ მელია, თუ სხვას, ანა დოლიძეს, მოვუწოდებდი, რომ გაცილებით ღირსეული და საპასუხისმგებლო ქმედება იქნება და ქცევა, წადი, ჩააბარე და თქვი, რომ არაფერი მჭირს. არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი” -.თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში.

,,კანონი არ ავალდებულებს მერობის კანდიდატებს [ნარკოტესტის ჩაბარებას]. მე რომ ოთხი წლის წინ მერობის კანდიდატი ვიყავი, არ წავსულვარ და ტესტი არ ჩამიბარებია, მაგრამ  ახლა ვიყო მერობის კანდიდატი, აუცილებლად წავიდოდი და ჩავაბარებდი ნარკოტესტს.იმიტომ, რომ როგორც ახლა ფეხს ითრევენ კანდიდატები, ძალიან ცუდად გამოიყურებიან ამით, რომ თავს იმართლებენ, რომ იცი რა მოდი ახლა სხვა ტესტი ჩავაბაროთ.

თუ არა ხარ ნარკომანი და რაღაცა არ გიმაიმუნია, რად გინდა ამდენი ხვეწნა და მუდარა და იმ დღეს ვუსმენდი, რომ სამხარაული როდის მუშაობს – ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და რავიცი, რა აღარ იყავი და იძახი, რომ სამხარაული როდის მუშაობს, ცოტა უხერხულია.”

 

წინა სტატია2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო – ქართველებმა ერაყელი ბიზნესმენის სახლი გაძარცვეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში “ზუმერის” მაღაზია გაქურდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური