მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სასაცილოა - წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ...

,,სასაცილოა – წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ პრეზენტაციებს” – ნიკა მელია ოცნების კვლევაზე

Published on

ნიკა მელიამ  მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს „სასაცილო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „ქართული ოცნება“ წააგებს.

მისითქმით, დღეს „ქართულ ოცნებას“ 40%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს.

„უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სახის საარჩევნი კამპანიაში. ის რასაც მე ვხედავ, ეს არის უკვე განაჩენი ამ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც მართლაც ხორცი უნდა შეესხას 2 ოქტომბერს. საარჩევნო ურნებთან, ძალიან მშვიდობიანად და მტკიცედ უნდა მივიდეთ, ძალიან ბევრი და მშვიდობიანად, საარჩევნო ურნებნთან რევოლუცია მოვუწყოთ „ქართულ ოცნებას,“ ბიულეტენით ხელში. ამ ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე მივიყვანთ. არ მივცემთ უფლებას ოლიგარქს, კიდევ უფრო მეტად გააღარიბოს, უფრო მეტად უიმედობის და უპერსპექტივობის მორევში გადაუშვას მთელი საზოგადოება, პირიქით, – ჩვენ ამ ქვეყანას წელში გავმართავთ, მორალური უპირატესობით და სიმშვიდით ქვეყანა განვითარდება.

„ქართული ოცნება“ რას საუბრობს, არის მეასეხარისხოვანი, „ქართულ ოცნებას“ ვინ ჰკითხავს რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა. ეს ეკითხება ქართველ ხალხს. 40%-იან ნიშნულსაც კი ვერ უახლოვდებიან და ეს იციან. წერენ თავიანთ დახურულ კაბინეტებში კვლევებს და შემდეგ ატარებენ პრეზენტაციებს, ამაზე თავადაც კი ეღიმებათ. სასაცილოა ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მაგრამ რაც უფრო მეტად და ხშირად ჩაატარებენ მსგავს პრეზენტაციებს, საზოგადოებისგან უფრო მკაფიოდ ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. ვინც ამ პრეზენტაციას ატარებს, მასაც არ სჯერა ამ კვლევების“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...