მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ - ში მომხდარ 11 სექტემბრის ტერაქტს გამოეხმაურა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ – ში მომხდარ 11 სექტემბრის ტერაქტს გამოეხმაურა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს, რომელმაც აშშ-ში 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

საქართველოს პრეზიდენტი წერს, რომ 20 წლის წინ ტერაქტმა შეძრა მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ერთად დადგა გლობალური უსაფრთხოების დასაცავად:

„20 წლის წინ 11 სექტემბრის ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. 20 წლის წინ საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა გლობალური უსაფრთხოების დასაცავად. საქართველო განაგრძობს ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანას. გლობალური პასუხი ბოროტებაზე იყო სოლიდარობა, გაკვეთილი, რომელიც არასდროს უნდა დავივიწყოთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....