მთავარისიახლეებიმსოფლიოოცი წელი 11 სექტემბრის სისხლიანი აქტიდან-ამოცნობილია კიდევ ორი დაღუპული

ოცი წელი 11 სექტემბრის სისხლიანი აქტიდან-ამოცნობილია კიდევ ორი დაღუპული

Published on

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ-ყაიდის“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით თავდასხმები განახორციელეს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებსა და ვაშინგტონთან მდებარე პენტაგონის შენობაზე. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.20 წლის განმავლობაში ამოცნობილია ნიუ-იორკში დაღუპული 2753-დან 1647 ადამიანი.

დღეს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დადგინდა  11 სექტემბრის ტერაქტებისას დაღუპული კიდევ ორი ადამიანი. ისინი ნიუ-იორკის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ექსპერტებმა დნმ-ის სეკვენირების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამოიცნეს

იდენტიფიცირებულია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპული დოროთი მორგანი, რომელიც ცენტრის ჩრდილოეთ კოშკის 94-ე სართულზე მდებარე ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა და მამაკაცი, რომლის ვინაობას მისი ოჯახის თხოვნით არ ასაჯაროებენ.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...