მთავარისიახლეებისაზოგადოება11 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა

Published on

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 383 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 762 პაციენტი.

10 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.37%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.50%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 533 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 177, იმერეთი – 422, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 150, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 244, მცხეთა-მთიანეთი – 77, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 34 538. საავადმყოფოში 6 214 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტია 1 488 პირი, მათგან 374 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

11 სექტემბრის დილის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 579 031-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 8 146 პირი ემსხვერპლა, გამოჯანმთელდა  536 321 პაციენტი.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...