კომუნიკაციების კომისიამ ალტ-ინფოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა

0
273

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადობრივ და ჰომოფობიურ პლატფორმა ალტ-ინფოს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის უფლება მისცა. გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს.

ალტ-ინფო საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობას 15 სექტემბრიდან შეძლებს, როგორც ფასიანი პაკეტების საშუალებით, ისე უფასო სიგნალით.

ალტ-ინფოს პლატფორმიდან ვრცელდება ქსენოფობიური, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები.

მისი დამფუძნებლები და წამყვანები 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები და ორგანიზატორები იყვნენ. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და გარეგნობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს.​

სახალხო დამცველის თქმით, ალტ-ინფოს ერთ-ერთ წამყვანზე, ზურაბ მახარაძეზე სისხლისამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

ლომჯარია ამბობს, რომ დევნის დაწყების მოთხოვნას საფუძვლად დაედო ვიდეომასალები, რომლითაც დასტურდება, რომ 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებამდე, ალტ-ინფორს ეთერით ზურაბ მახარაძე და სხვები განუწყვეტლივ აანონსებდნენ ძალადობას თბილისი პრაიდის ღონისძიებაში მონაწილე პირთა და ჟურნალისტთა მიმართ.

ალტინფოს გვერდები სოციალურ ქსელებში 2020 წელს დაბლოკეს. Facebook-ის ადმინისტრაციამ მათი მუშაობა არაავთენთურად მიიჩნია და ასობით გვერდი გაუუქმა. ალტინფო საკუთარ პროდუქტს ავრცელებდა როგორც ოფიციალური, ისე ყალბი გვერდებით, გასართობი დასახელების ქვეშ შექმნილ ჯგუფებში, რომელშიც მომხმარებლის დამატება გაცილებით მარტივი იყო. კვლევა სამართლიანმა არჩევნებმა გამოაქვეყნა.

წინა სტატიათაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად სახალხო მოძრაობა დააფუძნა
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ოპოზიცია ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური