Carnegie Europe: ,,მმართველი პარტია რეჟიმის შენარჩუნებას ყველაფერზე, მათ შორის, ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა აყენებს”

0
286

ანალიტიკური გამოცემა Carnegie Europe საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აქვეყნებს ტომას დე ვაალი სტატიას , რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია რეჟიმის შენარჩუნებას ყველაფერზე, მათ შორის, ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა აყენებს.

მკვლევარი პუბლიკაციაში წერს, რომ “ქვეყანაში არსებული მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაცია რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიულ პროგრესს”

„მმართველი პარტია ქართული ოცნება უპრეცედენტო ბრძოლაშია ჩართული ევროპასთან და აშშ-სთან. ივლისში პარტიამ დატოვა ევროპის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც მიზნად წინა წლის არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციასთან დაპირისპირების გაწყვეტას. სექტემბერში კი, მას შემდეგ, რაც ღიად იქნა უგულებელყოფილი ნაკისრი ვალდებულება, არ გაგრძელებულიყო პოლიტიკურად მოტივირებული დანიშვნები სასამართლო სისტემაში, მთავრობამ დაკარგა ევროკავშირის სესხის პაკეტის ნახევარი, 75მლნ ევრო”, – წერს ვაალი.

ვაალის აზრით, სწორედ ეს ქმედებები აჩვენებს ქართული ოცნების ამოცანას – შეინარჩუნოს რეჟიმი. მკვლევრის აზრით, მმართველი ძალა ცდილობს, “არ დაწვას ყველა ხიდი მოსკოვთან”.

მკვლევარი, ასევე, წერს, რომ რეჟიმის შენარჩუნებისათვის ღარიბაშვილსა და “მის უფროსებს” აქვთ სტრატეგია, რომელიც, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს სააკაშვილის სახელით გამოწვეული შიშის გამოყენებას.

„რეჟიმის გადარჩენა ყველა საკითხზე მაღლა დგას – მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაკროფინანსურ დახმარებაზე მაღლაც. ჩანს, ღარიბაშვილსა და მის უფროსებს აქვთ სტრატეგია, რომელსაც მიჰყვებიან: განახორციელოს კონტროლი მედიაზე, სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე; ქართულ ფასეულობებზე საუბრითა და მიხეილ სააკაშვილის სახელით შიშის დათესვით გადაიტანოს ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან; შეძლებისდაგვარად შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები ბრიუსელთან და ვაშინგტონთან მაშინ, როცა არ წვავს ყველა ხიდს მოსკოვთან”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ქვეყნის ლიდერებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის კამათის საგანი გახდა 5 ივლისის მოვლენებიც – სტატიაში ძალადობრივ მოვლენებთან ერთად ნახსენებია ევროკავშირის დროშის დაწვაც.

„ქვეყნის ლიდერებს უთანხმოება ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებთან თბილისი პრაიდის ორგანიზებულ მარშთან დაკავშირებითაც ივლისში. ხუთ ივლისს მათ ვერ დაიცვეს ჟურნალისტები აგრესიისგან, რომელიც მოდიოდა ანტი-ლგბტქ ექსტრემისტების მხრიდან. ამ ჯგუფმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორ დღეში ორჯერ დაწვეს. მოგვიანებით კი აგრესიულად განწყობილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა მოვლენებს “პროპაგანდისტული მარში” უწოდა”, – წერს დე ვაალი.

წინა სტატიაამინდი სექტემბრის მეორე დეკადაში
შემდეგი სტატიაუკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიცია იგეგმება – ზელენსკი-ღარიბაშვილის გარიგების დეტალები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური