ამინდი სექტემბრის მეორე დეკადაში

0
431

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  11 – 13 სექტემბერს საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

წინა სტატიაწალენჯიხაში ოპოზიცია ხელისუფლების ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვა [Video]
შემდეგი სტატიაCarnegie Europe: ,,მმართველი პარტია რეჟიმის შენარჩუნებას ყველაფერზე, მათ შორის, ქვეყნის ინტერესებზე, მაღლა აყენებს”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური