.,,საქართველოს ტრაექტორია ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. ეს არსაითკენ სვლაა.” – მარკეტა გრეგოროვა

0
247

 

,,საქართველოს ტრაექტორია ნამდვილად არ აღიქმება, როგორც ევროკავშირისკენ მიმავალი. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე ეს წერია და ეს მთავრობის გაწერილი მიზანია, ამ მიზნისკენ ვერცერთ ნაბიჯს ვერ ვხედავთ. ”- განაცხადა  ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

არ ვიცით, საით მიდის [საქართველო]. ვერც იმას იტყვი, რომ ნამდვილად რუსეთისკენ მიემართება, რადგან არსებობს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა. ამიტომ ალბათ ეს არსაითკენ სვლაა.

ჩვენ გვაინტერესებს, რა არის ქართული ოცნების საბოლოო მიზანი და გეგმა.

ახლა ისე ჩანს, რომ პრობლემებს ვიხილავთ. პირდაპირ ვთქვათ, საარჩევნო რეფორმები არ ტარდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ არ მოხდება ხმებით მანიპულაცია, ან არ გაჩნდება ამის ეჭვები. თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება, არ არსებობს სისტემა, რომ ეს ეჭვები გადამოწმდეს და გაკეთდეს დასკვნა არჩევნები მანიპულირებული იყო თუ არა. მივიღებთ იმ სიტუაციას რაც გასულ წლის შემოდგომაზე ვნახეთ. ამის ხილვა არ გვინდა. თუმცა, თუ რეფორმები არ იქნება, სწორედაც რომ ასე მოხდება.

იმედი მაქვს, რომ მომავალ არჩევნებზე დემოკრატია გაიმარჯვებს და უფრო მეტი პარტია გამოჩნდება, რომლებიც მოქალაქეების სურვილებს ასახავენ, რადგან საბოლოოდ ესაა ყველაზე მთავარი. – განაცხადა  ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ

ევროპარლამენტარი ინტერვიუში შეეხო მთავრობის სურვილსაც , ითანამშრომლოს ევროკავშირთან

,,ეს მხოლოდ ევროკავშირის საზრუნავი არაა, ეს არც მხოლოდ პარტიებს შორის კონფლიქტის საკითხია. [შეთანხმება] უკავშირდება საქართველოს და მისი მთავრობის სურვილს, ითანამშრომლოს ევროკავშირთან. გასულ წელს გვესმოდა, რომ არსებობდა გეგმები 2024 წელს ევროკავშირში განაცხადის შეტანაზე. ამას ვხედავთ ქაღალდზე, თუმცა ნაბიჯებს რომელსაც [ისინი] დგამენ, ამასთან სრულ წინააღმდეგობაშია. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ [ისინი] მათ იყენებენ, იყენებენ როცა საქართველოს მთავრობას აწყობს. ახლა კი მას გვერდზე წევენ. ეს არაა ის, რისი დანახვაც ევროკავშირს სურს. ჩვენ გვინდა ვიყოთ პარტნიორები, და თუ პარტნიორობა არ შეგვიძლია, ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები.

რაც შეეხება პრემიერს,  მართალია, ჩვენ არ ვართ მისი უფროსები, თუმცა ჩვენ ვართ პარტნიორები. მაგრამ, კიდევ ერთხელ, როგორც აქამდე ვთქვი, საქართველოს მთავრობა არ იქცევა, როგორც თანასწორი პარტნიორი. ბოდიში ჩემს მომდევნო კომენტარზე, მაგრამ ისინი ზოგჯერ ბავშვებივით იქცევიან. ჩვენ გვიწევს ხალხის გამოგზავნა, რომ შეთანხმებებზე მოილაპარაკონ. იყენებენ ევროკავშირს, როცა მათ ეს აწყობთ. პარტნიორები ასე არ იქცევიან. ან ვართ პარტნიორები, ან არაფერი არ ვართ.

 

 

 

წინა სტატიამაშველებმა უშბაზე გაუჩინარებული უცხოეთის ორი მოქალაქის   ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაშანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური