როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე ჟან-პოლ ბელმონდო

0
234

ფრანგული და არამარტო ფრანგული კინოს ვარსკვლავი ჟან-პოლ ბელმონდო უკანასკნელ გზაზე ემოციურად გააცილეს.
მსახიობი 88 წლისა გარდაიცვალა. კინოში მისი კარიერა 50 წელზე მეტს ითვლის. ჟან-პოლ ბელმონდო იყო ვარსკვლავი ფრანგული “ახალი ტალღის” საეტაპო ფილმად მიჩნეული სურათისა “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე”, ვეტერანი მსახიობი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყო პოპულარული.
ასევე განსაკუთრებით პოპულარული იყო სურათი მისი მონაწილეობით “პროფესიონალი”.
სწორედ ამ ფილმის საუნდტრეკის ფონზე, კუბოზე გადაფარებული საფრანგეთის დროშით გააცილა ერთგულმა მაყურებელმა უკანასკნელ გზაზე საყვარელი მსახიობი.

წინა სტატიაყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი პირი დაკავებულია
შემდეგი სტატიაEdison Research-ი : პოლიტიკოსების მოწონების რეიტინგში პორველ 3 ადგილს იორგი გახარია, კახა კალაძე და  ნიკა მელია იკავებენ.
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური