მიხეილ სააკაშვილი: ,,რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას ამბობს ჩემზე, ახლა იმდენად მძიმეა სიტუაცია, რომ უკვე აღარ არის დრო პირობითობების”

0
226

,,რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას ამბობს, მიშა უშლით ხელს, რომ არ აქვთ მხარდაჭერა? მე რა შუაში ვარ. თავიანთი პრობლემები აქვთ და გაჭირვებიათ, მე რატომ უნდა ვაკომენტარო მუდმივად. ყველამ თავის პრობლემებს მიხედოს.

მე მაინტერესებს ამათი დამარცხება, მე მაინტერესებს ბრძოლა. ვისაც უნდა გამოგვყვეს, ვისაც არ უნდა გაგვატაროს, ის ხომ არ ვარ, დავიწყო, აბა, ვინ რა თქვა და მერე ამაზე დავიბოღმო. თქვენ თუ ამჩნევთ, საკმაოდ ცოტა ნაოჭი მაქვსა იმის გამო, რომ არავისზე არასდროს არ ვიბოღმები.” – თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა TV პირველთან ინტერვიუში.

მისი განცხადებით, პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობს, რომ ჩამოვა საქართველოში, „მიუხედავად იმისა, რა იქნება შედეგები, რადგან უკვე არის ის ზღვარი, რომლის იქით ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს”.

„პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ვთქვი, რომ ჩამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რა იქნება შედეგები. ვის როგორ სიამოვნებს, არ სიამოვნებს და ვინ რით მემუქრება. პირველად ცხოვრებაში ვთქვი, რომ ახლა უკვე არის ის ზღვარი, რომლის იქით ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. წინა წლებში კი ყველაფერი აქეთ მიდიოდა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი კრიტიკული სიტუაცია. ახლა იმდენად მძიმეა სიტუაცია, რომ უკვე აღარ არის დრო პირობითობების, მოდით ჯერ გავიმარჯვოთ, მოდი, ჯერ ბევრი ხალხი გამოვიდეს, რაც იქნება იქნება, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. ახლა უკვე ყველანი ვალდებული ვართ, სხვა გამოსავალი უკვე აღარ არის. საქართველო იღუპება, საქართველო ქრება რუკიდან და ამ სიტუაციას ყველა ვამჩნევთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრიბს მთავრობის არაადეკვატური ეპიდპოლიტიკთ უკმაყოფილო ხალხის ნახევრად ხყნრობით გამონათქვამზე – ,,მიშა რონ ყოფილიყო, აქამდე მთელ ქვეყანას აცრიდა’- , სააკაშვილი ამბობს, რომ ამას არავის დააძალებდა, რადგან ეს ადამინის არჩევანია. მაგრამ საამისო პირობებს შექმნიდა, დაწყებული იმით, რომ თავისი ფეხით ივლიდა კარდაკარ და ხალხს აუხსნიდა აცრის აუცილებლობას, დამთავრებული, ვაქცინების დროული და საკმარისი რაოდენობით შემოტანით და ვაქცინაციის ორგანიზებით

,,საქართველოში რეანიმაციაში ხვდება ბევრად მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შევცვლიდი. ვაქცინა საქართველოს ექნებოდა ერთ-ერთ პირველს, ეს საერთოდ ეჭვს არ იწვევს იმიტომ, რომ ქათმის გრიპის დროს იგივე გავაკეთეთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რომ არ დაეხურათ, ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი მოწინავე თუ ვაქცინის გამოგონებაში არა, წარმოებაში ნამდვილად, იმიტომ, რომ გვექნებოდა ამის ინდუსტრიული ბაზა.”

კითხვაზე, თუ რამდენად სწორი იყო, რომ არ დარჩა საქართველოში 2012 წელს, მიხეილ საკაშვილი პასუხობს, რომ ის ემოციურად გადაღლილი იყო და უნდოდა, რომ დაესვენა „ქართული სიტუაციისგან“.

„ეს წლები არ იყო ჩემთვის კომფორტული, ეს იყო ქარიშხლებით და დიდი ბრძოლით აღსავსე წლები . წავედი იმის გამო, რომ ემოციურად ვიყავი დაღლილი და მაგ დროისთვის ამოწურული. მაშინაც ვთქვი რატომ მივდიოდი. მინდოდა, რომ ქართველ ხალხსაც დაესვენა ჩემგან და მართალი გითხრათ მეც დამესვენა ამ ქართული სიტუაციისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნების დროს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ უცხოელ კოლეგასთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, არავის ფარად აფარებას არ აპირებს, მათ შორის არც ევროპარლამენტარების.

„მე არ მჭირდება არავის ფარი, არავის წინ არ ავიფარებ არც ევროპარლამენტარს …თუ ვინმე შემოგვეამხანაგება ეს მათი გადასაწყვეტია. ხვალ მაგალითად მივემგზავრები დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე პოლონეთში, მერე მივემგზავრები რამდენიმე ევროპულ ქვეყნის დედაქალაქში, ვაპირებ ძალიან ბევრი პოლიტიკოსის ნახვას, საქართველოს თემებზე საუბარს. ეს ურთიერთობა არსად არ მიდის, მაგრამ რომ გამომყვეს, ჩამყვეს, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა და თან გამოვიყოლო ჯვაროსნების ლაშქარი, ეს არ მოხდება, საკმარისი ვარ მეც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატია4 ოქტომბერს დასწრებითი სწავლა მაღალმთიან და სოფლის დაახლოებით 332 სკოლაში აღდგება
შემდეგი სტატიადავით კეზერაშვილი: ,,ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას სტურასბურგში გავასაჩივრებ ”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური