მთავარისიახლეებიპოლიტიკა კახა ქემოკლიძე:  „შესაძლოა,  გიორგი გახარიას ხვალ დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს...

 კახა ქემოკლიძე:  „შესაძლოა,  გიორგი გახარიას ხვალ დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, ზეგ – „თალიბანთან“ თანამშრომლობაშიც დასდონ ბრალი”

Published on

 

„შესაძლოა,  გიორგი გახარიას ხვალ დააბრალონ, რომ ოჯახურ პირობებში წყალბადის ბომბს ამზადებს, ზეგ – „თალიბანთან“ თანამშრომლობაშიც დასდონ ბრალი. ახლა ძალიან ბევრი ასეთი ნიუსი იქნება. რაც შეეხება ნარკოტიკების მოხმარებას, როგორც ჩანს, ამ თემასთან დაკავშირებით ვისაც ასაღელვებელი ჰქონდა, ის ადამიანი პირველი გაიქცა და ეს ნარკოტესტი ჩააბარა”-  ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,

კახა ქემოკლიძე ასევე გამოეხმაურა გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ,  რომ შესაძლოა არსებობდეს  კომპრომატ ჩანაწერი, რომ  გიორგი გახარია  ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული.

„ჩვენ კომპრომატების კი არა, დედამიწის ზურგზე არაფრის გვეშინია. თუკი ვინმეს რამე აქვს, გამოიტანოს და ვისაუბროთ შინაარსობრივად და არა ამ სპეკულაციების საფუძველზე. ჩვენ ასაღელვებელი არაფერი არა გვაქვს – საქმით ვართ დაკავებული. აქტიური საარჩევნო კამპანიაა, ამიტომ, ამ ადამიანებს ბევრ სპეკულაციაში ვერ მივყვებით. – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, როდესაც ამის დრო და საშუალება იქნება, მისი პარტიის ლიდერი აუცილებლად გაიკეთებს ნარკოტესტს. ბოლოს მან აღნიშნული ტესტი საპარლამენტო არჩევნების წინ ჩააბარა, ამიტომ აქ რაღაც განსაკუთრებული სპეკულაციის საგანი არ არსებობს.

მისივე განმარტებით, არჩევნებამდე კიდევ ბევრი „მსგავსი ტიპის სპეკულაცია“ იქნება.- განაცხადა ქემოკლიძემ.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...