მთავარისიახლეებიმსოფლიოჩეხეთის მოქალაქეს დონბასელი სეპარატისტების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ჩეხეთის მოქალაქეს დონბასელი სეპარატისტების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

Published on

პრაღის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა შეუფარდა არაერთგზის ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, რომელიც დამნაშავედ იქნა მიჩნეული დონბასში ტერორისტული ჯგუფის რიგებში მონაწილეობისთვის.

გამოძიების თანხმად, 2015 წლის დასაწყისში ურბანეკი კვიპროსის გავლით ჩავიდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც იგი შეაიარაღეს თვითგამოცხადებული „დონბასის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტულმა ძალებმა. თავდაპირველად ჩეხეთის მოქალაქე დაკავებული იყო სამეურნეო საქმეებით, მოგვიანებით, 2018 წლისთვის საბრძოლო მოქმედებებშიც იღებდა მონაწილეობას.

სასამართლოს მტკიცებულებით, ურბანეკი არ მალავდა დონბასში სეპარატისტების მხარეზე ბრძოლებში მონაწილეობას. ამის ადასტურებს ის ჩანაწერები და ფოტოები, რომლებიც მსჯავრდებულის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სასამართლოზე ერთ-ერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ურბანეკი დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში შემოსავლის მიღების მიზნით გაემგზავრა. კერძოდ, მსჯავრდებული თვეში 15 000 რუსულ რუბლის იღებდა, რაც მისმა დედამაც დაადასტურა.

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...