სკოლებისა და უნივერსიტეტების 4 ოქტომბრამდე გახსნა არ განიხილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში, ჟურნალისტებს განუცხადა.
„სკოლებია და უნივერსიტეტები თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ დროულად განახლდეს სწავლა აკადემიურ გარემოში. ამდენად, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო. გახსნა იმ ვადაზე ადრე, რაც დაანონსებული იყო არ განიხილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.