მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილი თუ ჩამოვა, იქნება პატიმარი - მდინარაძე

სააკაშვილი თუ ჩამოვა, იქნება პატიმარი – მდინარაძე

Published on

სააკაშვილი თუ ჩამოვა, იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება – მიხვდება განსხვავებას მისსა და დემოკრატიულ მმართველობას შორის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია “ქართულო ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის დაპირება ჩამოსვლაზე “ქართულ ოცნებას” ხმებს თუ არ მოუმატებს, არ წაართმევს.

“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის რიგით 37- ე დაანონსება “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ეს ადამიანი ყიდის თავის თავს, თავის ქვეცნობიერს. რამდენჯერაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი პარტია, იმდენჯერ აანონსებს ჩამოსვლას, მაგრამ ვერ ჩამოდის. თუ ჩამოვა, არ იქნება ცუდი, რადგან მართლმსაჯულება აღსრულდება და ციხეში მოპყრობის მისი ნაშენები და დანერგილი ტრადიციებისგან განსხვავებით, მას სხვანაირად მოეპყრობიან, რადგან დემოკრატია სხვანაირად მოითხოვს. ის იქნება პატიმარი, რომელსაც არავინ აწამებს, უფლებებს არავინ შეუზღუდავს, კარგ საკანში იჯდება და მიხვდება განსხვავებას ამ საკითხზე მის მმართველობასა და დემოკრტიულ მმართველობას შორის,”- განაცხადა მდინარაძემ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...