მთავარისიახლეებიპოლიტიკა19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური...

19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით ხორციელდება – კობახიძე ოპოზიციას

Published on

მინდა შეგახსენოთ, დღეს არავითარი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და საკონსტიტუციო ცვლილებები თავიდან ბოლომდე ჩვენი კეთილი პოლიტიკური ნებით ხორციელდება – ეს არის ის, რაც უნდა გახსოვდეთ პირველი მოსმენის, მეორეს მოსმენის და მესამე მოსმენის დროს! – ეს ყველაფერი კარგად დაიმახსოვრეთ! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის ტრიბუნიდან უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წევრებს მიმართა.

კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ მმართველ გუნდს არა თუ უარი არ უთქვამს შეთანხმების შესრულებაზე, არამედ პირიქით, “შეთანხმება არ არის და იმასაც მივყვებით“.

“ჩვენ ბრიფინგზე ვთქვით, რომ შეთანხმების ანულირების მიუხედავად, კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაგრძელდებოდა. ანულირების პირობებშიც კი, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ზეპირი პოლიტიკური განცხადება გავაკეთეთ და მას მივყვებით. წარმოდგენილი პროექტი ბოლომდე იქნება განხილული პირველი, მეორე და მესამე მოსმენით კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...