მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენიმე თვეში მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

რამდენიმე თვეში მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება

Published on

2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება. ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დღეს 6 სექტემბერს, მეორე მოსმენისთვის განიხილა.

პროექტის თანხმად, მოპედები უთანაბრდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს და მათზე გავრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც დადგენილია ნებისმიერ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისთვის.

“მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის – AM კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია 2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო“. – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...