პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი

0
617

პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეომიმართვაში საუბრობს. ის საზღვარგარეთ მყოფ, საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს, აიღონ შვებულებები და საქართველოში დაბრუნდნენ:

“ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ცნობს. მე დავდივარ ყველგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მიღებენ ყველგან და არასდროს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზეა აღძრული საქართველოში. უკვე ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,-

ყველა კონკრეტულ თარიღზე, მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ჩაგაყენებთ საქმის კურსში,, როცა ეს ყველაფერი ხელთ მექნება. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა.” – განაცხადა სააკაშვილმა.

წინა სტატიაპილოტი თოლომაშვილი იმის შესახებ, თუ რის გამო დაჯდა ავარიულად “თბილისი-ვენის” თვითმფრინავი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური