პილოტი თოლომაშვილი იმის შესახებ, თუ რის გამო დაჯდა ავარიულად “თბილისი-ვენის” თვითმფრინავი

0
276

“ჯორჯიან ეარვეისის” პილოტი თემურ თოლომაშვილი, რომელიც გუშინ, 5 სექტემბერს თბილისიდან ვენის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავს მართავდა,ამბობს, რომ შემთხვევა, რის გამოც ავარიულად დაჯდომა მოუწია, 35-წლიანი სტაჟის განმავლობაში არ ჰქონია. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ პროტოკოლის მიხედვით, მას არ ჰქონდა ფრენის გაგრძელების უფლება.

“აფრენის შემდეგ უნდა აიკეცოს თვლები… როცა ავკეცე, იქ მაჩვენა, რომ მარჯვენა თვალი არ აიკეცა… გადავეცით მეთვალყურეებს, რომ არ შეგვიძლია სიმაღლის აღება და ვერც განვაგრძობდით ფრენებს, ვერც დაშვებას განვახორციელებდით… ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს”, – ამბობს პილოტი.

შექმნილ ხარვეზზე ისაუბრა კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა “ფორმულას” ეთერში. მისი თქმით, გუშინ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

“შასის აკეცვის შემდეგ სიგნალიზაციამ ინდიკაცია მისცა არასწორი, რომ შასი არ იყო აკეცილი. ამ შემთხვევაში მფრინავმა უნდა შეასრულოს ინსტრუქციებით გათვალისწინებული ყველა ის მოქმედება, რაც მას ევალება. ისევ გამოუშვას შასი და თუ დასაფრენი წონა შესაბამისია, ის უნდა დაბრუნდეს აეროპორტში. ხარვეზი უნდა გამოსწორდეს და შემდგომ ხელახლა გაფრინდეს.

თვითმფრინავი მიფრინავდა ვენაში, საწვავი იყო ცოტა ზედმეტი და ამიტომ მოუხდა მას ფრენა, საწვავის დაწვა, რის შემდეგაც წონა შესაბამისი გახდა და დაეშვა აეროპორტში… ეს ის შემთხვევა არ არის, ბორბლები როცა არ გამოდის, მაშინ არის საგანგაშო ცოტა. ახლა ბორბლები არ აიკეცა. ბორბლები რომ არ იკეცება, თვითმფრინავს შეუძლია იფრინოს დანიშნულების ადგილამდე. თუმცა [ბორბლებით] იმის გამო, რომ ჰაერის წინააღმდეგობა არის დიდი, ის უფრო მეტ საწვავს დაწვავს, შეიძლება დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდეს, ამიტომ ინსტრუქციით გათვალისწინებულია აეროპორტში დაბრუნება და გამოსწორება”, – განაცხადა გაიაშვილმა.

ჯორჯიან ეარვესის ინფორმაციით, თვითმფრინავს ტექნიკური შემოწმება ერთი თვის წინ გერმანიაში, “ლუფთანზას” აეროპორტში აქვს გავლილი

“ჯორჯიან ეარვეისის” თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენაში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნება მოუწია. ხომალდი თბილისის ცაზე საათზე მეტხანს, საწვავის გახარჯვამდე დაფრინავდა. მოგვიანებით თბილისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ კი ვენის მიმართულებით გაემგზავრა.

წინა სტატიამოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს
შემდეგი სტატიაპირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური