მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში

მიხეილ სააკაშვილი: არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. ამის შესახებ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს.

„პირადად მე ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და ასევე მინდა მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს – ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა – ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მანვე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე.

“ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ცნობს. მე დავდივარ ყველგან მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მიღებენ ყველგან და არასდროს არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზეა აღძრული საქართველოში. უკვე ესაა ნათელი დადასტურება იმისა, რომ ეს საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული, მაგრამ მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაინთავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“,-

ყველა კონკრეტულ თარიღზე, მარშრუტზე, სატრანსპორტო საშუალებაზე, მე ჩაგაყენებთ საქმის კურსში,, როცა ეს ყველაფერი ხელთ მექნება. მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. – განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...