მთავარისიახლეებიპოლიტიკამეუფე ანტონმა საქართველო არ იკმარა და დიდი ბრიტანეთის დედოფალს გადაწვდა

მეუფე ანტონმა საქართველო არ იკმარა და დიდი ბრიტანეთის დედოფალს გადაწვდა

Published on

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი FACEBOOK-ძე ვრცელ წერილს აქვეყნებს. მეუფე ანტონი წინასაარჩევნო განწყობებზე საუბრობს. მისი თქმით, “მამათმავლობისა და გარყვნილების პროპაგანდა” აქტიურად მიმდინარეობს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ყველა დუმს.

“აგიტაცია, პროპაგანდები, თოქ-შოუები, მხატრულ ფილმებითა და გრძნობადი სასიყვარულო პოეზია-რომანებით, გაგვიხედნეს ჯერ ყური, შემდეგ გრძნობები. შემოუშვეს ჩვენს ცნობიერებაში, შეგვაწყნარებინენ, გაგვატარებინენ, თვალი დაგვახუჭინენ და საკეთებელიც გაკეთდა! მე სხვა რამესკენ მივდვდივარ, ვხედავ როგორ ნელ-ნელა მოდის მამათმავლობისა და მსგავსი უზნეობებისშემოყვანა ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს ცხოვრებაში, პრაიდების მცდელობით, სასწავლებლებში დაშვებით, ნაბიჯ- ნაბიჯ, მეთოდოლოგიურად, დაჟინებით, ყველანაირი მისაღები და მიუღებელი ფორმებით. დაფინასებით, ათასნაირი წახალისებებით, ტუჩებზე ღიმილით, მჭერმეტყველებებით, მიზანმიმართულებით.

იმასაც ვხედავ, წინასაარჩევნოთ, როგორ ერთიანად დადუმნენ. დირიჟორმა აიქნია ჯოხი, გასცა ამ საკითხზე დუმილის ნიშანი, იცის ეხლა ეს წამგებიანია.

ვხედავ ქვეყნებს, სადაც პრემიერი ლეისბოსელია, ქალაქის მერი მამათმავალი. მიკვირს ინგლისელების დუმილი, როდესაც დედოფალი რაინდობის წოდებას ანიჭებს მამათმავალს.

მიკვირს ფრანგების როდესაც ქალაქის მერებად მამათმავლებს ირჩევენ და ა.შ. ვფიქრობ ვაი, ჩვენთანაც რომ ასე მოხდეს რა ვქნათ, რით აღუდგეთ წინ ეკლესია, საზოგადოება”- წერს მეუფე ანტონი.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...