მთავარისიახლეებისაზოგადოებაესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა

Published on

ესპანეთში ქართველი მეზღვაური დაიღუპა. ეს ფაქტი მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი ინტოქსიკაცია გახდა.

“გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე, იგი ორ თურქ მეზღვაურთან ერთად სავარაუდოდ გაზის ინტოქსიკაციას ემსხვერპლა.

,, ამის შესახებ ინფორმირებულია ესპანეთში საქართველოს საკონსულო. სადაზღვევო კომპანია ახორციელებს გადმოსვენების პროცედურებს”.  თუმცა სახელდობრ როდის მოხდება მისი სამშობლოში გადმოსვენება,  ჯერჯერობით არ არის ცნობილი- განაცხადეს სამინისტროში

 

 

 

ქართველ მეზღვაურთან ერთად გარდაცვლილია ორი თურქი მეზღვაური. ინფორმაცია უბედური შემთხვევის შესახებ ქართული მედიასაშუალებებით 5 სექტემბერს, საღამოს გავრცელდა. ინფორმაცია დაადასტურეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც.

ამასთან, თურქულ წყაროებში იძებნება სააგენტო „ანადოლუს“ მიერ ჯერ კიდევ 26 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაცია, ესპანეთში ორი თურქი და ერთი ქართველი მეზღვაურის გარდაცვალების შესახებ. სააგენტოს თანახმად, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ კარტახენასთან ავარია მოხდა ლიბერიის დროშით მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც თურქულ კომპანიას ეკუთვნის. „ანადოლუ“ წერდა, რომ სამი მეზღვაური ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთი რეზერვუარიდან გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...