რუხის კოვიდ ცენტრში გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 პაციენტი გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილთაგან 2 ქალია და 2 მამაკაცი, რომელთა ასაკია: 77, 86, 76 და 65 წელი. 3 მათგანი აბაშიდანაა, ერთი კი ხობიდან.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა – 261, თავისუფალი საწოლ ფონდი რაოდენობა – 61, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.
სამეგრელო – ზემო სვანეთში ინფიცირების 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.