მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

Published on

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას შეეხება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

„ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით, რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენ, ბუნებრივია, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ, რათა ამერიკელ კოლეგებთან განვიხილოთ უსაფრთხოების თემები, გამოწვევები, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის, განსაკუთრებით დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა, რითაც დღეს სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, დარჩეს ასე და გაგრძელდეს, გაღრმავდეს, გაძლიერდეს. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება, თუ რა გზებით შეიძლება, გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...