ტვ “პირველი”, სავარაუდოდ, ჰაკერთა სამიზნე გახდა – ცენტრალური სერვერი გათიშულია

0
205

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, ტვ პირველი ვერ ახერხებს საინფორმაციო გამოშვებების ოპერირებას, რადგან ტელემაუწყებლობის ცენტრალურ სერვერზე, წინასწარი მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

“ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი ამბებით ეთერში ოპერირებას. მიზეზი არის ის, რომ დღეს გამთენიისას, 4:31 წუთზე ავტომატურად გაითიშა ცენტრალური სერვერი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიციალურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა, თუმცა, მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს”- ამბობს ნოდარ მელაძე.

წინა სტატია74 გარდაცვლილი, 2. 210 ახალინფიცირებული – განახლებული კოვიდსტატისტიკა
შემდეგი სტატიაკლინიკებში კოვიდპაციენტთა რაოდენობა მაღალია, საველე ჰოსპიტალში 90-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური