ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატი გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, იმედა კლდიაშვილი იქნება. – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
“იმედი მაქვს, რომ არ მიწყენს პირველად ვამბობ, რადგან წარდგენაზე გვინდოდა, ეს იქნება იმედა კლდიაშვილი, რომელიც პრაიმერიზში იბრძოდა თბილისში.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ოპოზიციის ნაწილი საერთო სიას და მაჟორიტარებს წარადგენს. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები ევროპული საქართველოდან, გირჩიდან”- ამბობს დეკანოიძე და აღნიშნავს, რომ კოორდინაციასთან დაკავშირებით, ლელოსთან შეხვედრები იქნება