ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა დაინიშნა. – ამის შესახებ ნატო -ში ესპანეთის მისიის „ტვიტერის“ ანგარიშზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ხავიერ კოლომინა ასევე იქნება ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში.
ხავიერ კოლომინამ შეცვალა ჯეიმს აპატურაი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2010 წლიდან ეკავა