მთავარისიახლეებიევროკავშირის სესხზე უარი, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე - ჯიმ...

ევროკავშირის სესხზე უარი, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე – ჯიმ რიში

Published on

სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენები ადამ კიზინგერი და ჯერი კონოლი, საქართველოს მთავრობის უარს ევროკავშირის სესხზე და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურებიან.

მისი განცხადებით, ევროკავშირის სესხზე უარი აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე.

“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად,” – აცხადებს ჯიმ რიში.

ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ – კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი მცირე და დაგვიანებულია.

“კარგია, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება,” – ამბობს ჯიმ რიში.

მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას მიესალმებიან კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც და მოუწოდებენ ყველა პოლიტიკური პარტიას მხარი დაუჭირონ წინსვლის საერთო გზას.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...