მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ემიჯნება "განცხადებულ უარს ევროკავშირის სესხის მიღებაზე''

სალომე ზურაბიშვილი ემიჯნება “განცხადებულ უარს ევროკავშირის სესხის მიღებაზე”

Published on

“განცხადებული უარი ევრკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლების დიდი ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.

ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა, ანალიზს ვერ უძლებს”- ამბობს სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ტრანშზე უარის თქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს აძლევს ხელს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციისა თუ დასუსტების გამოწვევას ცდილობენ.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრობის” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას პარტიის გადაწყვეტილებას “თავხედური” უწოდა.

მისი თქმით, ენმ მიშელის დოკუმენტს 6 თვის განმავლობაში “ძირს უთხრიდა” და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს “საფრთხის ქვეშ აყენებდა”.

“ამ ვითარებაში ჩემი როლი ნათელზე ნათელია, მე ვდგევარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანის მხარეს. ყველაფერს ვიღონებ, რომ არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდა, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება.

ერთს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, სამართლიანად ჩაატაროს არჩევნები, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაამყაროს ქვეყნის მიმართ ნდობა, მეორეს კი არ უნდა მიეცეს დესტაცბილიზაციის პროვოცირების საშუალება უმიზეზოდ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით. ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ვარ ერთგული ყველაფერი იმის,რასაც ვიცავ მუდმივად პირველი დღიდან: საზოგადოების ერთობა, დეპოლარიზაცია, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური დემოკრატია და ევროპული მომავალი”, – თქვა პრეზიდენტმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...