კახაბერ ქემოკლიძე: რამე დასამალი რომ ყოფილიყო, ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად?

0
272

 

გახარიას თანაგუნდელები არ უარყოფენ, რომ შეხვედრა მათ ლიდერსა და   კალაძეს შორის შეხვედრა შედგა, მაგრამ საუბარი არ ყოფილა ფინანსებზე.

გახარიას თანაგუნდელი  კახაბერ ქემოკლიძე  ადასტურებს, რომ შეხვედრა ნამდვილად შედგა, და ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსის საქციელი. რაც შეეხება ექსპრემიერის მიერ შეხვედრის უარყოფას, ქემოკლიძე ამბობს, მისი აზრით, ჟურნალისტებმა გახარიას ფულთან დაკავშირებით ჰკითხეს და მან მხოლოდ ეს უარყო.

“დღისით, მზისით ქალაქ თბილისის მერიაში”. ქემოკლიძე აღნიშნავს, რომ რამე დასამალი რომ ყოფილიყო, “ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად, სადაც შესასვლელში და ყველა სართულზე მგონი, 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული?!”.

ამასთან,  ქემოკლიძემ თქვა, რომ გახარია-კალაძის შეხვედრის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მისი პარტიის ლიდერს ამის შესახებ ჟურნალისტებმა ჰკითხეს და ქართული ოცნების ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს. მისი ინფორმაციით, შეხვედრა ექსპრემიერის ინიციატივა იყო. რაც შეეხება თარიღს, ქემოკლიძე კონკრეტულ დროს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ თუ სწორად ახსოვს, შეხვედრა “გუშინ ან გუშინწინ” იყო.

წინა სტატიაგანმუხურში ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შემდეგი სტატიაგანმუხურში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური