მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილი მოგვიწოდებს ყოველ დღე მადლობა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენელი ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის

ღარიბაშვილი მოგვიწოდებს ყოველ დღე მადლობა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს წარმოუდგენელი ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის

Published on

რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა, შეუძლებელი იქნებოდა ამ გამარჯვების მოპოვება.- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიის მერობის კანდიდატის წარდგენაზე.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნის და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავისი საქმით, ათასობით გაკეთებული ქველმოქმედების საქმით სიყვარული და პატრიოტიზმი.

მოდი ვთქვათ ახლა, რომელ ქვეყანაში იცნობთ ადამიანს, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს საკუთარი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით მიუძღვნის მშობლიურ ქვეყანას. ნებისმიერ ქვეყანა დამისახელეთ. […]

ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყოველდღე მადლობა. მავნებელი ოპონენტები ცდილობენ ჩვენს დაკომპლექსებას, რომ არ შეიძლება მადლობის გადახდა ასეთი ადამიანისთვის. დიახაც, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...