მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს...

ჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა – დეგნანი

Published on

„ჩვენთვის ცოტა სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება, მიუხედავად პანდემიისა, უმუშევრობისა და იმ ვითარებისა, რაც საქართველოშია. ამას გარკვეულწილად გამოეხმაურება ვაშინგტონიც. მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია ის, რომ რეფორმები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო და ამაზე დიდი მუშაობა მიმდინარეობდა გასულ წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, უნდა გაგრძელდეს, არ უნდა შეჩერდეს – ეს მართლაც რთული და მნიშვნელოვანი რეფორმებია.

კონგრესი უყურებს, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით, რა სჭირდება საქართველოს – 75 მლნ ევრო ცოტა არ არის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველო ევროკავშირისგან გამოყოფილ 75 მლნ ევროზე უარს ამბობს. მმართველი გუნდის წევრები მიზეზად ეკონომიკის ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას სურს, საგარეო ვალი შეამციროს.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...