მთავარიUncategorized ვინ რამდენს ხარჯავს რეკლამაზე მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან ?

 ვინ რამდენს ხარჯავს რეკლამაზე მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან ?

Published on

,,ქართულმა ოცნებამ“ 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 2 794 718 ლარი დახარჯა, მათ შორის პარტიამ ყველაზე მეტი – 2 274 308 ლარი გარე რეკლამაში გადაიხადა. რაც შეეხება ინტერნეტ-რეკლამას, პარტიას ის 311 245 ლარი დაუჯდა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 209 164 ლარი გაიღო.

აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, სხვა პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დახარჯა. ხარჯმა 79 893 ლარი შეადგინა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 76 209 ლარი გარე რეკლამისთვის გაიღო, ინტერნეტ-რეკლამაში 2709 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 975,76 ლარი გამოყო.

შემდეგ ადგილზეა „ევროპული საქართველო“. პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 51 471 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ყველაზე მეტი 51 055,68 ლარი ინტერნეტ- რეკლამისთვის გამოყო, ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 210 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 205 ლარი გაიღო.

„ევროპული საქართველოს“ შემდეგ, ყველაზე მეტი, რეკლამაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დახარჯული. პარტიამ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 38 135 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 25 537 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის 12 598 ლარი გაიღო.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძის პარტია, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ანუ საარჩევნო სუბიექტმა „მესამე ძალამ“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 9800 ლარი დახარჯა. მათ შორის, ინტერნეტ-რეკლამაში 7300 ლარი გადაიხადა, ხოლო ბრენდირებული აქსესუარებით რეკლამაში 2500 გაიღო.

„ლელო საქართველოსთვის“ 2 აგვისტოდან -22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რეკლამაში სულ 4304 ლარი დახარჯა. მათ შორის, პარტიამ, ინტერნეტ-რეკლამაში 950 ლარი გადაიხადა, ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯებისთვის, 3354 ლარი გაიღო.

სიახლეები

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...

გვაქვს დიდი ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ რეგიონის გამოწვევები – ფაშინიანი კობახიძეს

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანს მიაჩნია, რომ ახლა რეგიონს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომელიც უნდა გამოიყენოს....