მთავარისიახლეებისაზოგადოებასასწრაფოდ: განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს (განახლებადი)

სასწრაფოდ: განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს (განახლებადი)

Published on

ამ წუთებში “ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ განმუხურში მოკლულია ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია.

დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე გაცნობებთ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. ვლადიმირ ვახანიას ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.

“ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა მოჰყვა შეხვედრას, რომელიც ვლადიმირ ვახანიასა და მკვლელობაში ბრალდებულ, სავარაუდოდ, ასევე ბიზნესმენს შორის, ვახანიას კუთვნილ სასტუმროში შედგა. მხარეები ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით ვერ მორიგდნენ, რის შემდეგაც ვახანიასთან სტუმრად მყოფმა ბიზნესმენმა მასპინძელს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და მიიმალა. ვლადიმირ ვახანია მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა, დაკავებული არ არის – მან, შესაძლოა, თავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა, რომელიც განმუხურთან ახლოს მდებარეობს.

მკვლელობის ფაქტი დაადასტურა შსს-მ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვახანია 2012 წელს, მას შემდეგ, რაც 3,5 წლიანი სასჯელი მოიხადა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

ვლადიმირ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.

სიახლეები

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...

არ გამოვრიცხავთ, რომ კიდევ გვქონდეს საუბარი – მამა ანდრია პატიმრების გათავისუფლებაზე

"არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან დაკავშირებით" - ასე უპასუხა საქართველოს...