ხარაგაულში სამართალდამცავებმა გახარიას პარტიის მხარდამჭერის სახლი გაჩხრიკეს

0
278

უკანონო ჩხრეკა პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერის სახლში – როგორც პარტიის წევრები ამბობენ, ხარაგაულში მათი ერთ-ერთი მხარდამჭერის საცხოვრებელ სახლში პოლიციის 8 თანამშრომელი შესაბამისი დადგენილების წარდგენისა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეიჭრა.

სამართალდამცავებმა ეზო და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, თუმცა არაფერი ამოუღიათ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ჩხრეკა რეალურად საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა და მისი მიზანი პარტიის მხარდამჭერის ოჯახის წევრების დაშინება იყო.

წინა სტატიაეპარქიის სამღვდელოების კრება: სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია
შემდეგი სტატიაგახარიას პარტიასთან კავშირის გამო ხალხს ათავისუფლებენ სამსახურებიდან – სახალხო დამცველი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური