ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი – ღარიბაშვილი

0
449

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირისგან დახმარებაზე კი არა, სესხზე თქვეს უარი. მისი თქმით, არ აინტერესებს, რა განცხადებები გააკეთეს ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა, რადგან მისი უფროსი არა ევროპარლამენტარი, არამედ ქართველი ხალხია.

“ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, ეს ერთი. მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებასა და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ.

არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყი სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, ხელისუფლების წარმომადგენლები გუშინ, მთელი დღის განმავლობაში იმეორებდნენ, რომ მათ უარი თქვეს ევროკავშირის სესხზე, თუმცა, მოგვიანებით, ამ განცხადების საპასუხოდ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა პირობები, რომელთა შესრულების შემდეგ ევროკავშირის დახმარება უნდა მიეღო.

წინა სტატიასაქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს მოქმედი წევრების სასამართლოს – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიასამეგრელოში კოვიდ 19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური