წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი – 2-3 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

0
559

2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

წინა სტატიაყალბი კოვიდ-პასპორტების დამზადების ფაქტზე 7 პირი დააკავეს – სუსის განცხადება
შემდეგი სტატია“ერთადერთი ახსნა აქვს ამას – შიში” – უგულავა მერობის კანდიდატად რეგისტრაციაზე შსს-ს უარს ეხმიანება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური