ევროკავშირის დახმარებაზე უარი ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა. – NGO-ების ერთობლივი განცხადება

0
236

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით,
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერების, მმართველობის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესგარემოს მხარდაჭერის და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მეორე ნახევარია, რომლის გადმორიცხვაც 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო.

“თუმცა ამისათვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს და უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო”, — წერია განცხადებაში.

არასამთავრობოების შეფასებით, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას, და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

პემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის აღებისგან თავი შეიკავონ, რადგან მთავრობამ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და ამ თანხის მიღების აუცილებლობა, სავარაუდოდ, აღარ იქნება. მანამდე, 30 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროსაფინანსო დახმარებას “ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს”. დახმარების არგამოყოფის შემთხვევაში პოლიტიკურ დატვირთვასთან დაკავშირებით კი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას ეს გაცნობიერებული აქვს და ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, “მაგრამ ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე მოქმედებს ქვეყნის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად”.
რომ ერთგულია შეთანხმების, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილში”.

წინა სტატია“ერთადერთი ახსნა აქვს ამას – შიში” – უგულავა მერობის კანდიდატად რეგისტრაციაზე შსს-ს უარს ეხმიანება
შემდეგი სტატიაბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური