სკოლებში სწავლას ჯერ ვერ დავიწყებთ – თამარ გაბუნია

0
228

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ სანამ ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდება, სკოლებში სწავლის პროცესი ვერ განახლდება.

“ჩვენი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის პირობები, რაც უკავშირდება სასკოლო გარემოში სწავლის დაწყებას, იქნება ინფექციის გავრცელების დონე და დადებითობის მაჩვენებელი. დღევანდელი ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთულია. ვიდრე არ მოხდება ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება იმისთვის, რომ სასკოლო გარემო იყოს უსაფრთხო, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ვერ მოხდება. ასევე ვაქცინაციის სტატუსი – პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. ამდენად ეპიდემიური მდგომარეობა და ვაცქინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის – 10.44%, ბოლო 7 დღის – 10.04%.

წინა სტატიალუიზიანაში ქარიშხალი “იდა” მძვინვარებს
შემდეგი სტატიაახალგაზრდა დენის დარტყმით გარდაიცვალა, როცა ზღვიდან სკუტერი ამოჰყავდა – ტრაგედია შეკვეთილში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური