გარდაცვალების პიკი აგვისტოს ბოლო კვირა და სექტემბრის პირველი კვირა იქნება – ივანე ჩხაიძე

0
437

გარდაცვალების პიკი აგვისტოს ბოლო კვირა და სექტემბრის პირველი კვირა იქნება – განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა,  პროფესორმა ივანე ჩხაიძემ TV პირველის ეთერში.

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, 17 აგვისტოს იყო ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 6 208 ინფიცირებული, სწორედ ეს კვირა იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამის შემდეგ, თუ დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ, პრაქტიკულად ყოველდღიურად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა. არა ისე მკვეთრად, როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა მოგვატყუოს დღევანდელმა 2 600-მა ინფიცირებულმა, ეს არ არის რეალური მაჩვენებელი, დადებითობის პროცენტს თუ შევხედავთ, პროცენტი იგივეა, 10%-ის ფარგლებში, ერთადერთი პოზიტიური რაც არის, უნდა ჩავთვალოთ, რომ მეოთხე ტალღის პიკი იყო სწორედ 17 აგვისტოს, ამის შემდეგ, თანდათან, ინფიცირებულების რაოდენობა მცირდება, რაც ყველაზე მთავარია, აქტიური შემთხვევების რაოდენობაა შემცირებული – 61 000-დან ჩამოვედით 53 000-მდე, მაგრამ ძირითადი ჩვენი სატკივარი, რა თქმა უნდა, არის გარდაცვალება.

თუ შევადარებთ იმ მაჩვენებელს, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენ ამის შესახებ ვლაპარაკობდით მაშინ, როდესაც შევაფასეთ 17 აგვისტოს კვირა როგორც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე, როგორც წესი, კოვიდ-ინფიცირებულობის ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მიმდინარეობიდან გამომდინარე, ორი-სამი კვირის შემდეგ უწევს ინფიცირებულობის პიკს გარდაცვალების პიკი, ამიტომ, აგვისტოს ბოლო კვირა და სექტემბრის პირველი კვირა იქნება საქართველოში ამ მხრივ ყველაზე მძიმე, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით ჩვენ მაღალ მაჩვენებელს – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

წინა სტატიადამცინით? , ვაქცინას არ გავიკეთებ. არასოდეს” – მისტერ ანტივაქსერი კოვიდით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა  ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური